სერვერის ზოგადი წესები
1.1. ყველა მოთამაშე თამაშობს თავის როლს ვირტუალურ სამყაროში, რომელიც დაფუძნებულია ამერიკულ მოდელზე. 1.2. თამაშში დრო შეესაბამება რეალურ დროს. 1.3. ნებისმიერი რპ სიტუაცია უნდა ასოცირდებოდეს რეალურ ცხოვრებასთან. 1.4 წესების შეცვლა შეუძლია მხოლოდ სერვერის მთავარ ადმინისტრატორს. 1.5 წესების ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერ ინფორმაციას იხილავთ მხოლოდ "Discord" და "Forum" ზე. 1.6 სერვერის წესები მოქმედებს ყველა მოთამაშეზე. 1.7 სერვერზე არსებობს რამოდენიმე დასჯის მეთოდი : 1.7.1 გაგდება - მოთამაშის სერვერიდან გაგდება; 1.7.2 ჩათის ბანი - ხმის და ჩათის დაბლოკვა დროებით; 1.7.3 სპეც.ციხე(Demorgan) - "OOC" სასჯელი რპ სიტუაციის დარღვევისთვის ; 1.7.3 გაფრთხილება(Warn) - გაფრთხილება იძლევა 7 დღით, რომელიც უზღუდავს მოთამაშეს ფრაქციაში გაწევრიანებას. 1.7.4 ბანი(Ban) - სერიოზული ან მრავალჯერადი წესების დარღვევისთვის პერსონაჟთან/ექაუნთთან წვდომის შეზღუდვა. 1.7.5 ბლოკი(Permban) - ექაუნთის სამუდამო ბლოკირება.
ექაუნთი
2.1 ექაუნთის დარეგისტრირებით მოთამაშე ეთანხმება სერვერის წესებს და მისი არ ცოდნა არ ანთავისუფლებს პასუხისმგელობისგან. 2.2 ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი მოთამაშის ექაუნთზე. 2.3 მაქსიმალური ნებადართული რაოდენობა პერსონაჟის - 2 | სასჯელი : ბლოკი(Permban) 2.4 აკრძალულია ექაუნთის/პერსონაჟის მესამე პირისთვის გადაცემა | სასჯელი : ბლოკი(Permban) და ექაუნთის განულება 2.5 მაქსიმალური ნებადართული რაოდენობა ბიზნესების ექაუნთზე - 1 | სასჯელი : 30 დღიანი ბანი და ბიზნესების განულება 2.5.1 იკრძალება ბიზნესის ქონა არა აქტიური მოთამაშეებისთვის (კვირაში მინიმუმ 24 საათი) | სასჯელი : ბიზნესის ჩამორთმევა
პერსონაჟი
3.1 აკრძალულია NonRP ნიკნეიმით პერსონაჟის შექმნა 3.1.1 პერსონაჟის შექმნის დროს სახელი უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ ფორმატს : Saxeli_Gvari (არათემატური სახელებიც NRP სახელებში ჩაითვლება, აუცილებელია გერქვათ რეალური სახელი და გვარი) - მოთამაშეები "ორიგინალური" სახელებით დატოვებენ სერვერს. მაგალითად Jirapi_Joze ან რამე ამდაგვარი. (ბოდიში ჟოზე) ასევე გაითვალისწინეთ რომ დაიცვა სახელის და გვარის თანმიმდევრობა, ჯერ სახელი შემდგომ გვარი! 3.1.2 აკრძალულია Caps Lock'ის გამოყენება და ასევე 24 სიმბოლოზე მეტის 3.1.3 აკრძალულია ცნობილი ადამიანების სახელების გამოყენება 3.1.4 აკრძალულია ადმინისტრატორის მსგავსი სახელის გამოყენება 3.1.5 აკრძალულია შეურაწმყოფელი სიტყვების გამოყენება სახელში 3.1.6 აკრძალულია მეორე მოთამაშის მსგავსი სახელის დაწერა 3.2 არძალულია ფსიქიკურად შეშლილი როლის მორგება RP ბიოგრაფიის გარეშე 3.3 არძალულია საპირისპირო სქესის პერსონაჟის შექმნა | სასჯელი : სპეც.ციხე უვადოდ - ან საპირისპირო სქესის სკინის მუდმივი გამოყენება თუ განსაკუთრებული RP სიტუაცია არ ითხოვს ამას, ამასთანავე არ უნდა ამოიღოს ხმა მოთამაშემ თუ საპირისპირო სქესის გამომხატველი ვიზუალი აქვს. 3.4 კრიმინალურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად აუცილებელია მისი სახელი და გვარი შეესაბამებოდეს ორგანიზაციის სტანდარტებს.
დონატი
4.1 დონატი - დაშვებულია მხოლოდ პროექტის ოფიციალური საიტიდან. 4.2 დონატი მიწოდებული იქნება ვირტუალური ვალუტის სახით
4.3 ყველა პროდუქტი რომელიც ხელმისაწვდომია შესაძენად წარმოდგენილია პროექტის საიტზე. 4.4 თამაშში ვირტუალური ფულის მიღების შემდეგ მისი დაბრუნება შეუძლებელი იქნება, მისი გადამოწმება ხდება ლოგებით. 4.5 იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე დაარღვევს სერვერის წესებს და მიიღებს ბანს/სამუდამო ბანს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 4.6 დადონატებული თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. 4.7 პროექტის დონატორი არ ითვლება პრივილეგირებულ მოთამაშედ ადმინისტრაციისთვის.
აკრძალულია
5.1 აკრძალულია ნებისმიერი პროგრამის/სოფტის/მოდის გამოყენება, (ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი პროგრამის/სოფტის/მოდის გამოყენება დაშვებულია) რომელიც უპირატესობას აძლევს მოთამაშეს სხვა მოთამაშის მიმართ. | სასჯელი : ბანი, ბლოკი, შავი სია პროექტის. 5.2 აკრძალულია ნებისმიერი ბაგის გამოყენება სერვერზე | სასჯელი : სპეც.ციხე, ბანი, ბლოკი. Get Rekt CBug <3 5.3 აკრძალულია ადმინისტრაციისგან ბაგების დამალვა | სასჯელი : ბანი, ბლოკი. 5.4 აკრძალულია პროექტის რეპუტაციის შელახვა | სასჯელი : ბანი, ბლოკი 5.5 აკრძალულია ვირტუალური ვალუტის რეალურ თანხაზე ყიდვა/გაყიდვა | სასჯელი : სამუდამო ბლოკი და ექაუნთის განულება. 5.5.1 აკრძალულია მცდელობა ვირტუალური თანხის ყიდვა/გაყიდვის. | სასჯელი : ბანი, სამუდამო ბლოკი. 5.6 აკრძალულია ქონების გადატანა/გადმოტანა სერვერებს შორის. 5.7 აკრძალულია სერვერის ეკონომიკის შეგნებულად გაფუჭების მცდელობა | სასჯელი : ბანი 7-30 დღე. 5.8 აკრძალულია სერვერზე ნებისმიერი სხვა პროექტის, სერვერის, საიტის გაპიარება | სასჯელი : სამუდამო ბლოკი. 5.9 აკრძალულია მოტყუება, უპატივცემულო მიმართვა და დამცირება სერვერის ადმინისტრატორის | სასჯელი : ბანი 3-15 დღემდე. 5.10 აკრძალულია anti-afk სისტემის თავიდან არიდება | სასჯელი : გაგდება, სპეც.ციხე 60-120 წუთი, გაფრთხილება. 5.11 აკრძალულია ნებისმიერი სახის რელიგიის/ნაციის შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება | სასჯელი : ბანი 7-30 დღე 5.12 აკრძალულია IC კონფლიქტის OOC'ში გადატანა | სასჯელი : ბანი 15-30 დღე 5.13 აკრძალულია OOC მუქარა | სასჯელი : ბანი 15-30 დღე 5.14 აკრძალულია ნებისმიერი მოთამაშის ან მისი ნათესავების გავრცელება მისი თანხმობის გარეშე | სასჯელი : 30 დღე ბანი 5.15 აკრძალულია მრავალჯერადი სერვერის წესების დარღვევა | სასჯელი : 15-30 დღე ბანი 5.16 აკრძალულია ნებისმიერი სკლადის ნებართვის გარეშე გაძარცვა | სასჯელი : ბანი 30 დღე 5.17 აკრძალულია ნებისმიერი ხელის შეშლა ადმინისტრაციის | სასჯელი : ჩათის ბანი, გაფრთხილება, სპეც.ციხე და ბანი. 5.18 ადმინისტრატორი არის OOC პერსონაჟი, რომელიც ვალდებულია დაეხმაროს ხალხს და მიიღოს გადაწყვეტილება სხვადასხვა RP სიტუაციაში. 5.19 აკრძალულია ოჯახის წევრების შეურაწყოფა | სასჯელი : ბანი 30დ-სამუდამო ბანი.
Role Play პროცესები
6.1 აკრძალულია Nonrp მოქმედება | სასჯელი : გაგდება, სპეც,ციხე 6.2 აკრძალულია Nonrp Drive (კონკრეტული მანქანის შეუსაბამო გზაზე მართვა) | სასჯელი : სპეც.ციხე 30-240 წუთი 6.2.1 აკრძალულია საჰაერო ტრანსპორტის დასმა უსწორმასწორო ადგილას | სასჯელი : გაგდება, სპეც.ციხე 30-240 წუთი 6.2.2 აკრძალულია საჰაერო ტრანსპორტის ისე დასმა რომ სხვას ხელი შეუშალოს მოძრაობაში | სასჯელი : გაფრთხილება 6.2.3 აკრძალულია სახალხო ადგილების, ფრაქციების თავზე ფრენა საჰაერო ტრანსპორტით (გამონაკლისი : რეიდი) | სასჯელი : გაფრთხილება 6.3 აკრძალულია DM - უმიზეზოდ მოკვლა/ზიანის მიყენება მოთამაშესთვის 6.4 აკრძალულია DB - მანქანით მოკვლა/ზიანის მიყენება მოთამაშესთვის 6.5 აკრძალულია RK - შურისძიების მიზნით მოკვლა, სადაც დაგჭრეს/მოგკლეს იმ ადგილზე დაბრუნება და IC სიტუაციის გაგრძელება. 6.5 აკრძალულია PG - არა რეალურად თამაში, შენი თავისგან გმირის გამოყვანა. 6.6 სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელს აქვს უფლება გაუწიოს წინააღმდეგობა 2 მოქალაქეს. 6.7 ერთ მოქალაქეს აქვს უფლება გაუწიოს წინააღმდეგობა ერთ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს. 6.8 აკრძალულია TK - შენი ფრაქციის/ორგანიზაციის წევრის მკვლელობა. 6.9 აკრძალულია SK - გაჩენის ადგილას მოთამაშის მოკვლა. (ფრაქცია) 6.10 აკრძალულაი MG - IC და OOC პროცესების/დიალოგების არევა. 6.11 აკრძალულია პერსონაჟის AFK'დ დატოვება ცენტრალურ მაგისტრალებზე და ხალხმრავალ ადგილებში. 6.12 აკრძალულია სამუშაო მანქანების პირადი მიზნებისთვის გამოყენება. 6.13 აკრძალულია RP სიტუაციების დატოვება | სასჯელი : სპეც.ციხე, ბანი 3-7 დღე. 6.14 აკრძალულია შენ სასარგებლოდ RP სიტუაციის წაყვანა | სასჯელი : სპეც.ციხე, გაფრთხილება. მაგალითი : დაკავების დროს პასპორტზე თქმა რომ სახლში დაგრჩათ ამ ყველაფრისთვის საჭიროა გათამაშება ამ RP სიტუაციის სახლიდან გამოსვლამდე 6.15 აკრძალულია RP სიტუაციის დროს წყალში/დახურულ ინტერიერში შესვლა | სასჯელი : სპეც.ციხე 60-240 წუთი, გაფრთხილება 6.16 აკრძალულია მოტყუება /do'ში | გაფრთხილება 6.17 აკრძალულია /do'ში ნებისმიერი კითხვის დასმა ფრაქციაში ყოფნასთან დაკავშირებით. 6.18 აკრძალულია შეგნებულად RP სიტუაციის გაწელვა | სასჯელი : სპეც.ციხე 60-120 წუთი 6.19 RP სიტუაციის გაუქმება არის შესაძლებელი როდესაც რომელიმე მხარემ დაუშვა შეცდომა და ორივე მხარეა თანახმა გაუქმებაზე. 6.20 ნებისმიერი სახის სექსუალური შევიწროება მათ შორის ანიმაციით არის აკრძალული OOC თანხმობის გარეშე | სასჯელი : ბანი 3-7 დღე 6.21 აკრძალულია ჩხრეკვის ჩატარება როდესაც სროლა მიმდინარეობს | სასჯელი : სპეც.ციხე 120 წუთ, გაფრთხილება 6.22 აკრძალულია პროვოკაცია სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების | სასჯელი : სპეც.ციხე 60-240 წუთი, გაფრთხილება 6.23 აკრძალულია სროლის დროს საჭმლის/ნარკოტიკის/მედიკამენტის გამოყენება (დაშვებულია მხოლოდ მოფარებულ სიტუაციაში) | სასჯელი : სპეც.ციხე 120-240წ, გაფრთხილება
ქონება და OOC შეთანხმება
7.1 აკრძალულია OOC შეთანხმების დარღვევა | სასჯელი : სამუდამო ბანი სანამ არ დაბრუნდება ქონება + 50% 7.1.1 თამაშიდან გასვლა IC შეთანხმების დროს ითვლება OOC შეთანხმების დართვევად. 7.1.2 სახლის/ბიზნესის/მანქანის/სიმ-ბარათის გაყიდვა/შეძენა არის შესაძლებელი ფუნქციონალით, ტყუილის შემთხვევა ჩაითვლება OOC შეთანხმების დართვევად. 7.1.3 ნებისმიერ სესხზე/კრედიტზე ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგელობლას. 7.1.4 აკრძალულია შეთავაზება სახლის/მანქანის/ბიზნესის/სიმ-კარტის თუ ამაზე არ შეთანხმებულან მოთამაშეები | სასჯელი : ბანი 31-სამუდამო 7.2 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ჩამოართვას ნებისმიერი ქონება მოთამაშეს თუ ის მოიპოვა სერვერის წესების დარღვევით. 7.3 ადმინისტრაცია უბრუნებს OOC შეთანხმების დროს მსხვერპლს დაკარგულ ქონებას თუ ის იყო ფორმის მიხედვით შემდგარი 7'დან 30 დღემდე. აუცილებელი ფორმა : OOC ჩათში შეთანხმება და მის დასადასტურებლად ვიდეოფიქსაცია.
ჩათები
საერთო წესები:
8.1 აკრძალულია სპამი/ფლუდი/Caps Lock | სასჯელი : 30-60 ჩათის ბანი 8.2 აკრძალულია ნებისმიერი შეურაცხყოფა მოთამაშის | სასჯელი : ბანი 7-30 დღე.
OOC ჩათი:
8.3 აკრძალულია ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა(ოჯახის, ვინაობის, ახლობლების) | სასჯელი : ბანი 7-30 დღე
IC/VOICE ჩათი:
8.4 ხმოვანი ჩათი, ტელეფონზე საუბარი, სმს - არის IC ჩათი გამოყენება OOC ინფორმაციის იკრძალება და ითვლება MG'დ | სასჯელი : ჩათის ბანი 30-60 წუთი, გაგდება 8.5 აკრძალულია მუსიკის ჩართვა მწვანე ზონაში | სასჯელი : ჩათის ბანი 30-60 წუთი 8.6 აკრძალულია ნებისმიერი ხელის შემშლელი ან მაღალ ხმოვანი ხმების გამოცემა | სასჯელი : ჩათის ბანი 30-60 წუთი 8.7 აკრძალულია პროგრამების გამოყენება ხმის შესაცვლელად | სასჯელი : ჩათის ბანი 60-120 წუთი 8.8 აკრძალულია ხმოვანი ჩათით OOC ინფორმაციაზე საუბარი თუ თქვენ გარშემო 3 კაცზე მეტია | სასჯელი : ჩათის ბანი 30-60 წუთი 8.9 ხმოვანი ჩათით შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედების (/me) გათამაშება. არასწორი მაგალითი : ამოვიღე ხელბორკილები და გავუკეთე მოქალაქეს სწორი მაგალითი : ეხლა მე ამოვიღებ ხელბორკილებს და გავუკეთებ მოქალაქეს ჩემს წინ (მომავალში)
საერთო ჩათები (/gov /dep)
8.10 აკრძალულია OOC ინფორმაციის გამოყენება/გამოცხადება | სასჯელი : გაფრთხილება 8.11 აკრზალულია ცენზურის დარღვევა | სასჯელი : ჩათის ბანი 60 წუთი + გაფრთხილება 8.12 აკრძალულია CapsLock | სასჯელი : ჩათის ბანი 30-60 წუთი 8.13 აკრძალულია ნებისმიერი შეურაცხყოფა | სასჯელი : ჩათის ბანი 120წუთი + გაფრთხილება + ბანი 7-30 დღე 8.14 აკრძალულია ორმა ფრაქციამ ერთდროულად დაიკავონ სახელმწიფო სიახლეები | სასჯელი : სპეც.ციხე 60-120 წუთი 8.15 აკრძალულია აზარტული თამაშების პიარი | სასჯელი : გაფრთხილება 8.16 აკრძალულია ყიდვა/გაყიდვა იარაღის ან არალეგალის | სასჯელი : გაფრთხილება 8.17 მაქსიმალური რაოდენობა სახელმწიფო ფრაქციისთვის - 7 | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს 8.18 ბინდერის გარეშე სახელმწიფო სიახლის გამოქვეყნება | სასჯელი : სპეც.ციხე 60-120 წუთი 8.19 სახელმწიფო ორგანიზაციის მაღალმა რანკმა სახელმწიფო სიახლის დაწერამდე 10 წუთით ადრე უნდა განაცხადოს დეპარტამენტის რაციაში რომ 10 წუთში დაიკავებს სახელმწიფო სიახლეებს. | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს გამონაკლისი : გამოუვალი მდგომარეობა შტატშ 8.20 აუცილებელია 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა სახელმწიფო სიახლეებს შორის. | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს
რეპორტები
/report'ის გამოყენებამდე მაქსიმალურად ჩამოაყალიბეთ თქვენი კითხვა/საჩივარი. მაგალითი : /report ID 60 DM
8.21 აკრძალულია რეპორტში offtop'ი | სასჯელი : გაგდება, ჩათის ბანი 10-30 წუთი 8.22 აკრძალულია ფლუდი | სასჯელი : გაგდება, ჩათის ბანი 30 წუთი 8.23 აკრძალულია CapsLock | სასჯელი : გაგდება 8.24 აკრძალულია რეპორტში მოთამაშის შეურაცხყოფა | სასჯელი : ჩათის ბანი, ბანი 7-30 დღე 8.25 აკრძალულია ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა რეპორტში | სასჯელი : ჩათის ბანი, ბანი 7-30 დღე
ნიღბები
9.1 ნებისმიერ მოთამაშეს აქვს ნიღბის ყიდვის/ტარების უფლება მწვანე ზონის გარდა | სასჯელი : სპეც.ციხე 9.2 ნებისმიერი კრიმინალური აქტივობის დროს აუცილებელია მასკა (გამონაკლისია საშიში უბნები)
9.3 სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს აქვთ უფლება მოვალეობის შესრულების დროს ნიღბის ტარება.
9.4 კლუბის პერსონალს (მოცეკვავეებს,დაცვას,ოფიციანტებს) აქვთ უფლება ნიღბის ტარების.
LS News'ში რეკლამის გაგზავნის წესები
10.1 ლიდერს კურატორთან შეთანხმებით აქვს უფლება შეცვალოს განცხადებების რედაქტირების წესები.
10.2 რედაქტორი რომელიც გამოაქვეყნებს განცხადებას სერვერის წესების დარღვევით დაისჯება სერვერის წესების მიხედვით 10.3 აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა | სასჯელი : გაფრთხილება. 10.4 აკრძალულია განცხადების გამოქვეყნება რომელიც შეიცავს იარაღის/არალეგალის ყიდვა გაყიდვას. | სასჯელი : გაფრთხილება. 10.5 აკრძალულია OOC ინფორმაციის გამოქვეყნება განცხადებაში. | სასჯელი : გაფრთხილება 10.6 აკრძალულია პირდაპირი რეკლამირება ბანდის/მაფიის მიღებების. | სასჯელი : გაფრთხილება 10.7 აკრძალულია ნებისმიერი სახის შეურაცხყოფელი განცხადების გამოყვეყნება. | სასჯელი : გაფრთხილება, ბანი 3-7 დღე. 10.8 აკრძალულია ნებისმიერი სახის აგიტაცია პოლიტიკური პარტიების | სასჯელი : სპეც.ციხე 60 წუთი 10.9 აკრძალულია CapsLock | სასჯელი : გაფრთხილება 10.10 აკრძალულია ანტი-რეკლამა ბიზნესების | სასჯელი : გაფრთხილება.
პლატფორმები
11.1 ადმინისტრაციის მოდერაციის ქვეშ იმყოფება : გაფრთხილება : დასასჯელად ადმინისტრაცია გამოიყენებს მხოლოდ ქვემოთ მოცემულ პლატფორმებს
1. სათამაშო სერვერები 2. Twitch/YouTube არხები
3. ოფიციალური სოციალური ქსელები პროექტის
4. ოფიციალური დისქორდი პროექტის
5. ოფიციალური ფორუმი პროექტის 6. პირადი მესიჯები ადმინისტრატორსა და მოთამაშეებს შორის
11.2 ადმინისტრატორს აქვს უფლება დასაჯოს მოთამაშე სერვერის წესების მიხედვით.
11.3 დაშვებულია ობიექტური კრიტიკა სერვერის ადმინისტრაციის შეურაცხყოფაში გადაუსვლელად.
11.4 პირადი მესიჯები ადმინისტრატორსა და მოთამაშეს შორის არ შეესაბამება განხილვას. გამონაკლისები : სტრიმზე მომხდარი დანაშაული სტრიმერის ან მაყურებლის მიერ, ოჯახის/პირადი შეურაცხყოფის ვიდეოფიქსაცია, პროექტის სოციალურ ქსელებზე გაკეთებული უხეში განცხადებები.
11.5 ვიდეო მატერიალების გადახედვა შეუძლია მხოლოდ მაღალი ლეველის ადმინისტრატორს ან მთავარი ადმინისტრატორის მიერ დანიშნულ ადმინისტრატორს. 11.6 აკრძალულია სტრიმ-სნაიპი | სასჯელი : სპეც.ციხე, ბანი 1-30 დღე.