სახელმწიფო სტრუქტურის წესები
საერთო წესები
1.1 ყველა სახელმწიფოს ორგანიზაციის თანამშრომელი აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს რეგლამენტს, რომელიც გაწერილია შიდა ინსტრუქციის მიხედვით, ბრძანებებით, ორგანიზაცის დადგენილებით. 1.2 ყველა სახელმწიფოს ორგანიზაციის,სტრუქტურის თანამშრომელს აქვს უფლება გამოიჩინოს ყურადღება და იმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში, სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსახლეობაზე. 1.3 აკრძალულია ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ორგანიზაციებში არსებულ რეალურ მდგომარეობას. | სასჯელი : სპეც.ციხე 120-240 წუთი, გაფრთხილება, ბანი 15 – 30 დღემდე. შენიშვნა: ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომელმა აუცილებლად სრულყოფილად უნდა გაითამაშოს თავისი როლი და მისი ქმედებაც შესაბამისი უნდა იყოს თანამდებობიდან გამომდინარე. 1.4 საწყობიდან მოპარვად ითვლება - აიღო იმაზე მეტი ვიდრე დააწესა ლიდერმა ან მისმა მოადგილემ. 1.5 აკრძალულია საწყობიდან მოპარვა როდესაც არ არის დაკავებული ლიდერის თანამდებობა. | სასჯელი : ბანი 30 დღე. 1.6 აკრძალულია პერსონაჟის სახელმწმიფო ორგანიზაციაში შესვლა/მიღება, რომელიც იყო კრიმინალური ორგანიზაციის წევრი. კრიმინალური ორგანიზაციიდან სახელმწიფო ორგანიზაციაში გადასასვლელად აუცილებელია შეიცვალოს პერსონაჟის სახელი, ბიოგრაფია და გაითამაშოთ სხვა ადამიანი. | სასჯელი : გაფრთხილება გამონაკლისი: RP-სიტუაციის თანხმობის შედეგად. 1.7 აკრძალულია ქალაქში ბრონირებული ტექნიკით გადაადგილება. | სასჯელი : სპეც.ციხე 120 წუთი. შენიშვნა: Insurgent და Scarab არის ბრონირებული ტექნიკა. გამონაკლისი: სამთავრობო ესკორტი, მიწოდების თანხლება, რეიდი, აღლუმი, ტერორისტული აქტი
ურთიერთმოქმედება სახ.ორგანიზაციების
2.1 ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია ექვემდებარება მთავრობას | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს. 2.2 სახელმწიფო გადატრიალება დაშვებულია IC გზითაც, აუცილებელია ყველა სახელმწიფო ორგანოების ლიდერის თანხმობა და სახელმწიფო ორგანოების კურატორის, მთ.ადმინისტრატორის შემცვლელის ან მთავარი ადმინისტრატორს თანხმობა. 2.3 FIB'ის თანამშრომლებს აქვთ უფლება აიღონ თავის თავზე სპეც.ოპერაციის მართვა. 2.4 LSPD'ს თანამშრომლებს აქვთ უფლება აიღონ თავის თავზე სპეც.ოპერაციის მართვა თუ არ იმყოფება FIB'ის მაღალი რანკი. 2.5 Army'ის თანამშრომლებს აქვთ უფლება აიღონ თავის თავზე სპეც.ოპერაციის მართვა თუ არ იმყოფება FIB'ის ან LSPD'ს მაღალი რანკი. 2.6 ნებისმიერი შიდა რეგლამენტი/ინსტრუქციები უნდა იყოს დადასტურებული მთავრობისგან ან კურატორისგან. 2.7 ნებისმიერი გადაუდებელი შემთხვევის ადგილას აუცილებელია იყოს მინიმუმ 1 სასწრაფო დახმარების მანქანა | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს 2.8 მოთამაშეებს ეკრძალებათ პირდაპირ ადმინისტრაციისთვის მიმართვა ისეთ საკითხებზე რისი მოგვარებაც მთავრობას შეუძლია. 2.9 ნებისმიერი წესის/ახალი იდეის შემოღება სავალდებულოა შეთანხმდეს კურატორთან. | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს.
მთავრობა
3.1 მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია დღეში მინიმუმ 1-ხელ ჩაატაროს მცირე დონის ღონისძიებები (მანქანების ბაზრობა, ვიქტორინა და ა.შ) | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს 3.2 მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია კვირაში მინიმუმ 1-ხელ ჩაატაროს დიდი მასშტაბის ღონისძიება. | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს 3.3 დიდი მასშტაბის ღონისძიებები უნდა იყოს შეთანხმებული კურატორთან. | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს 3.4 მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია ჰყავდეს ადვოკატები მოქალაქეთა უფლებების დასაცავად | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს 3.5 მთავრობის ადმინისტრაციას აქვს უფლება დააწესოს რეგლამენტი სახელმწიფო ორგანოების შემოწმების. 3.6 მაქსიმალური რაოდენობა ყოველ კვირეულად შემოწმებების თითო ფრაქციაზე არ უნდა აღემატებოდეს 2'ს | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს 3.7 მთავრობის ადმინისტრაციას აქვს უფლება შემოწმების შედეგად გაანთავისუფლოს სახელწმიფო ორგანოს თანამშრომელი. 3.8 მთავრობა ვალდებულია შეადგინოს შტატის კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული კოდექსი. 3.9 ნებისმიერი სახის ცვლილება კონსტიტუციაში ან კოდექსებში უნდა შეთანხმდეს კურატორთან. 3.10 მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოიყენოს სამთავრობა ბიუჯეტი მხოლოდ შტატის ინტერესებისთვის | სასჯელი : წერილობითი გაფრთხილება [1/2] ლიდერს / მოხსნა 3.11 მთავრობის ადმინისტრაციას აქვს უფლება სათითაო სახელმწიფო ორგანიზაციას დაუწესოს ბიუჯეტი კურატორთან ან სახ.ორგანოების კურატორთან შეთანხმებით.
სახემწიფო ორგანოების თანამშრომლები
4.1 სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლებად ითვლებიან ყველა FIB'ის აგენტები, LSPD'ს თანამშრომლები, არმიის ჯარისკაცები, მერივეზერის თანამშრომლები (თუ მერიასთან გააფორმებენ კონტრაქტს). 4.2 მერივეზერს არ აქვს კონტრაქტის დარღვევის უფლება | წერილობითი გაფრთხილება ლიდერს [1/2] 4.3 სახელწმიფო ორგანოების თანამშრომლებს აქვთ უფლება დააკავონ ძებნილი/კანონდამრღვევი ნებისმიერ ადგილას მათ შორის მწვანე ზონაში. 4.4 სახელწმიფო ორგანოების თანამშრომლებს აქვთ უფლება გააჩერონ მოქალაქე მისი ან მისი მანქანის შემოწმების მიზნით თუ მოქალაქემ დააღვია შტატის კოდექსი ან ძებნაში იმყოფება. 4.5 სახელწმიფო ორგანოების თანამშრომლებს აქვთ უფლება სროლის იმ შემთხვევაში თუ მათ სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე ან კრიმინალი გადაწყვეტს დანაშაულის დატოვებას. 4.6 სახელწმიფო ორგანოების თანამშრომლებს არ აქვთ უფლება დააკავონ მოთამაშე რომელიც მოკვდა და გაჩნდა საავადმყოფოში | სასჯელი : გაფრთხილება 4.7 სახელწმიფო ორგანოების თანამშრომლებს არ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ გეტოში 2 კაცზე ნაკლები. გამონაკლისი : კოდ 0, კოდ 1. 4.8 სახელწმიფო ორგანოების თანამშრომლები ვალდებულები არიან დააკავონ/იპატრულირონ/მიიღონ გამოძახებები ფრაქციის მანქანებით. გამონაკლისი : დეტექტივები, ფარული აგენტები. 4.9 არალეგალური ნივთების/იარაღის ჩამორთმევა უნდა მოხდეს მხოლო ფუნქციონალით | სასჯელი : სპეც.ციხე 120 წუთი 4.10 ნიღბის ჩამორთმევა დაშვებულია მხოლოდ მოქალაქის ამოსაცნობად დაკავების დროს 4.11 აკრძალულია ნიღბის ჩამორთმევა დაჭრილი ადამიანზე | სასჯელი : გაფრთხილება 4.12 პირადი მანქანის საბარგულის გახსნა შეუძლიათ LSPD,FIB თანამშრომლებს იმ შემთხვევაში თუ მფლობელმა გაუხსნა ცეცხლი ან არ დაემორჩილა. ახსნა : გახსნა შესაძლებელია ადმინისტრატორის გამოძახებით და საბარგულზე სროლით რის შემდეგადაც მხოლოდ ერთი ცდა ეძლევა თანამშრომელს "/try gasrolis shedegad sabarguli gaixsna".
Emergency Medical Service
5.1 აკრძალულია EMS'ის თანამშრომლების ძარცვა/მოტაცება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. | სასჯელი : გაფრთხილება 5.2 EMS'ის ლიდერს აქვს რეგლამენტის შეცვლის უფლება კურატორთან შეთანხმებით. 5.3 EMS'ის თანამშრომელი ვალდებულია დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს. გამონაკლისი : EMS'ის თანამშრომელზე სიცოცხლის მუქარა 5.4 EMS'ის ლიდერს აქვს უფლება დააწესოს ფასები მკურნალობაზე შტატის გუბერნატორთან და კურატორთან შეთანხმებით. 5.5 EMS'ის ლიდერს აქვს უფლება ჩაატაროს შემოწმებები სახელმწიფო ორგანოებში თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და სანიტარიაზე არა უმეტეს 1-ხელ კვირაში
არმია
6.1 ჯარისკაცებს არ აქვთ უფლება დატოვონ თავისი პოსტი მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე. 6.2 არმია ვალდებულია მოამარაგოს ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია მატერიალებით | სასჯელი : წერილობითი გაფრთხილება [1/2] ლიდერს 6.3 არმია ემორჩილება შტატის კანონებს და არ ერევა FIB'ის და LSPD'ს საქმიანობაში. 6.4 არმიას აქვს უფლება იპატრულიროს შტატის მასშტაბით კრიმინალურ აქტივობებზე თუ აქვთ ინფორმაცია. 6.5 არმიის თანამშრომლებს აქვთ უფლება დააკავონ მოქალაქე დაუმორჩილებლობისთვის და მიიყვანონ ან გამოიძახონ LSPD. 6.6 არმიას ეკრძალება წითელ ზონაში ყოფნა გამონაკლისი : საომარი მდგომარეობა, რეიდი, LSPD/FIB'ის დახმარება 6.7 არმიას ეკრძალება უარაღო მოქალაქესთვის ცეცხლის გახსნა გამონაკლისი : სამხედრო ბაზაზე შეჭრა
News
7.1 News'ის თანამშრომლები ვალდებულები არიან დაარედაქტირონ განცხადებები | სასჯელი : წერილობითი გაფრთხილება [1/2] ლიდერს 7.2 News'ის თანამშრომლები ვალდებულები არიან დაარედაქტირონ განცხადებები წესების გათვალისწინებთ. | სპეც.ციხე 60-120 წუთი 7.3 აკრძალულია გეტოში ყოფნა სამუშაო საათების დროს 'IC' მიზეზის გარეშე 7.4 აკრძალულია კრიმინალური ქმედებები.
RP გამოძიებების წესები
8.1 RP-გამოძიება შედგება 3 ტიპის დოკუმენტებისგან: 1. Report - თანამშრომლის მიერ მოწოდებული ვიდეო/აუდი ფიქსაცია კანონის დარღვევის/დაკითხვის/სპეც.ოპერაციის; 2. Folder - დოკუმენტი რომელშიც შეგროვებულია კონკრეტულ ადამიანზე ინფორმაცია; 3. Case File - დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ყველა მატერიალი Report'ების ორგანიზაციაზე, Folder'ები ორგანიზაციის წევრებზე. 8.1.1 ყველა დოკუმენტი ითვლება IC დოკუმენტად და უნდა გათამაშდეს RP ქმედებები მის მოსაპოვებლად. 8.1.2 აკრძალულია OOC ინფორმაციის გამოყენება დოკუმენტებში | სასჯელი : ბანი 15 დღე, წერილობითი [1/2] გაფრთხილება ლიდერს 8.1.3 აკრძალულია ნივთმტკიცებულებების გაყალბება | სასჯელი : ბანი 30 დღე, წერილობითი [1/2] გაფრთხილება ლიდერს 8.2 RP-გამოძიება განიხილება თუ Case File შეიცავს : 1. ფრაქციის ლიდერზე Folder'ს და მის მინიმუმ 1 შემცვლელზე. 2. ინფორმაცია იმის შესახებ თუ რითი ინიღბებოდა ეს ორგანიზაცია და როგორ გაიშიფრა ის. 3. ორგანიზაციის წევრებზე (მინიმუმ 3) Report'ები რომ კრიმინალით არიან დაკავებული. 4. ორგანიზაციის მასშტაბურ კრიმინალურ ქმედებებზე Report'ები. 8.3 ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული Case File'ი და RP სიტუაციებით ბოლომდე გაშიფრული ორგანიზაცია გამოცხადდება კრიმინალურ დაჯგუფებად მთავრობის მიერ. 8.4 გამოცხადების შემდეგ შესაძლებელია რეიდისთვის ორდერის გამოწერება სერვერის წესების დაცვით. 8.5 ფრაქციის ლიდერი შესაძლოა მოიხსნა RP გაშიფვრის შემდეგ როდესაც მას მიესაჯება სამუდამოდ სასჯელი ციხეში. 8.6 სასამართლო გაიმართება მთავრობის მიერ ლიდერის დაკავების და Case File'ის დადასტურების შემდეგ. 8.7 სასამართლოზე უნდა წარმოდგინდეს მინიმუმ 2 ვიდეოფიქსაცია | გაფრთხილება [1/3] ლიდერს 8.8 აკრძალულია სასამართლო სხდომის ჩატარება ადვოკატის გარეშე | სასჯელი : გაფრთხილება [1/3] ლიდერს 8.9 ადვოკატი ვალდებულია დაიცვას თავისი კლიენტი | სასჯელი : გაფრთხილება 8.10 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გააუქმოს Case File თუ არ არის საკმარისი ინფორმაცია მოყვანილი.
პოლიგრაფზე მუშაობის წესები
9.1 თანამშრომლები ვალდებულები არიან გაითამაშონ პოლიგრაფის ჩართვა და მისი ელექტრონულ წყაროსთან შეერთება. 9.2 კითხვები უნდა იყოს კონკრეტული და პასუხი უნდა იყოს კი/არა. მაგალითი : აქვს თუ არა მოქალაქეს კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან? კი. 9.3 დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე აგენტმა უნდა გაითამაშოს მხოლოდ ერთხელ "/try poligrapma agmoachina tkuili" რის შემდეგაც თუ წარმატებით ამოვარდა ვალდებულია მოთამაშე /do'ში სიმართლე უპასუხოს თუ წარუმატებლად ამოვარდა რაც უნდა ის შეუძლია ილაპარაკოს. 9.4 აკრძალულია ერთი და იგივე კითხვების დასმა. 9.5 5 კითხვაზე მეტის დასმა აკრძალულია. 9.6 აკრძალულია კონკრეტულ ორგანიზაციებზე კითხვების დასმა. მაგალითი : თქვენ იმყოფებით ქართულ მაფიაში?