ძირითადი საკითხები
1.1 ადმინისტრატორის ვალდებულებაა :
სათამაშო საკითხვების და ეკონომის კონტროლი
ფორუმის და საჩივრების მოდერაცია
მოთამაშეების დახმარება
ფრაქციების კურირება
განახლებების ტესტირება
წინსვლა და განვითარება სერვერის/პროექტის
კონკრეტული სათამაშო მომენტების მონიტორინგი
1.2 ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ითვლება მთავარი ადმინისტრატორი და მისი მოადგილე მთავარი ადმინისტრატორის შემცვლელი.
1.3 ადმინისტრატორის დაწინაურება ხდება მთავარი ადმინისტრატორის გადაწყვეტილებით მისი შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
1.4 ადმინისტრატორს აქვს უფლება აიღოს შესვენება მთავარ ადმინისტრატორთან/მის მოადგილესთან შეთანხმებით, მაქსიმალური დრო : 7 დღე.
1.5 ადმინისტრატორებზე მოქმედებს გაფრთხილების სისტემა [1/3] და წერილობითი გაფრთხილების სისტემა [1/2] რომელიც მთავარი ადმინისტრატორის/მისი შემცვლელის გადაწყვეტილებით იცემა.
1.6 გაფრთხილების მოხსნა შეუძლია მხოლოდ მთავარი ადმინისტრატორს/მისი შემცვლელს.
1.7 წერილობითი გაფრთხილება ავტომატურად 21 დღეში იხსნება.
1.8 ადმინისტრატორი/ჰელფერი არის OOC პერსონაჟი.
1.9 ადმინისტრაცია არასდროს მოგთხოვთ ექაუნთის პაროლს, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ეაუცილებლად შეატყობინეთ მთავარ ადმინისტრატორს.
თამაშის ქონება
2.1 ყველა ადმინისტრატორს აქვს უფლება ჰქონდეს სახლი და მანქანა.
2.2 ადმინისტრატორს ეკრძალება ბიზნესის ქონა.
2.3 ადმინისტრატორს ეკრძალება სათამაშო ქონების გადაყიდვა.
2.4 ადმინისტრატორს ეკრძალება მანქანის გასაღების ან ნებისმიერი ნივთის გაცემა რომელიც მოიპოვა ადმინისტრატორის უფლებებით.
ძირითადი წესები
3.1 სავალდებულია დღესი 5 საათი ონლაინი.
3.2 აკრძალულია მოხსნა/შეცვლა სასჯელის მისჯილი სხვა ადმინისტრატორის მიერ.
3.3 სასჯელი გაიცემა მხოლოდ რეგლამენტის მიხედვით.
3.4 ადმინისტრატორი ვალდებულია თავაზიანად ისაუბროს/მოიქცეს მოთამაშესთან.
3.5 ადმინისტრატორს ეკრძალება სასჯელის მიცემა პირადი მიმოწერების საფუძველზე, მაგალითი : (დისქორდში გაგზავნილი ვიდეო).
3.6 ადმინისტრატორს ეკრძალება ნებისმიერი ბაგის გამოყენება და სათამაშო ვალუტის გაყიდვა.
3.7 აკრძალულია მანქანის/ტექნიკის დარესპაუნება სახალხო ადგილებში კონკრეტული მიზეზის გარეშე.
3.8 ადმინისტრატორი ვალდებულია წარადგინოს ნებისმიერი სასჯელზე ვიდეოფიქსაცია.
3.9 ადმინისტრატორი ვალდებულია შეინახოს დამამტკიცებელი ვიდეოფიქსაცია 72 საათით.
3.10 აკრძალულია RP პროცესში ჩარევა.
3.11 ადმინისტრატორი ვალდებულია მიუკერძოებლად დასაჯოს მოთამაშე.
3.12 ადმინისტრატორი ვალდებულია იცოდეს სერვერის ყველა წესი.
3.13 ადმინისტრატორს ეკრძალება შიდა ადმინისტრაციული საკითხების გატანა/გავრცელება.
3.14 ადმინისტრატორს არ აქვს უფლება დაემუქროს მოთამაშეს.
3.15 აკრძალულია ნიკის შეცვლა მთავარი ადმინისტრატორის ნებართვის გარეშე.
3.16 ადმინისტრატორს ეკრძალება ფრაქციის მანქანის აღება პირადი მიზნებისთვის.
3.17 ადმინისტრატორს ეკრძალება საჩივარზე არაადეკვატური პასუხის გაცემა.
3.18 ადმინისტრატორს ეკრძალება მოთამაშესთვის HP'ის მიცემა ან მანქანის დარესპაუნება კონკრეტული მიზეზის გარეშე.
3.19 ნებისმიერ მოთამაშეს აქვს ადმინისტრატორზე საჩივრის დაწერის უფლება 3 დღის ვადაში თუ ადმინისტრატორმა დაარღვია სერვერის წესები.
3.20 ნებისმიერი მოთამაშეს აქვს სასჯელის გასაჩივრების უფლება 3 დღის ვადაში.
3.21 ადმინისტრატორი არ არის ვალდებული წარუდგინოს მოთამაშეს ვიდეოფიქსაცია მას მთავარი ადმინისტრატორი/მისი შემცვლელი განიხილავს.
3.22 ადმინისტრატორის არ გამოცხადების შემთხვევაში იქონიეთ ვიდეოფიქსაცია სერვერის წესების დარღვევის და შეავსეთ საჩივარი ფორუმზე.
3.23 ადმინისტრატორს ეკრძალება სხვა "RP" პროექტზე თამაში.
კურატორის მოვალეობები
4.1 კონტროლი ლიდერის და ფრაქციის აქტიურობის.
4.2 კონტროლი მიღებების რაოდენობის ფრაქციაში.
4.3 კოტროლი/განხილვა ფორუმზე დადებული საჩივრების კონკრეტულ ფრაქციაზე რომელიც ჩააბარა მთავარმა ადმინისტრატორმა.
4.4 კონტროლი საწყობის მდგომარეობის.
4.5 კონტროლი ფრაქციის ჩათის და ოფიციალური დისქორდ არხის.
4.6 ლიდერის დახმარება და მის კითხვებზე პასუხის გაცემა.
4.7 საქმის კურსში ყოფნა ფრაქციის ყველა პრობლემაზე.
ტვინკები
5.1 მაღალი ლეველის ადმინისტრატორს აქვს უფლება ჰქონდეს მეორე ექაუნთი მთავარი ადმინისტრატორის თანხმობით.
5.2 აკრძალულია ფრაქციის მართვაში მონაწილეობის მიღება.
5.4 ტვინკზე საჩივარი განიხილება როგორც ადმინისტარტორზე საჩივარი.
5.5 აკრძალულია ადმინისტრატორის პრივილეგიებით სარგებლობა.